წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
04-07-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია მოსწავლეების: მარიამ ვაწაძეს, ინნა ხელაიას და ჯინა ჩავჩიძეს წარმატება წერილის წერის კონკურსში. მოსწავლეები მონაწილეობისთვის საქართველოს ფოსტამ სპეციალური სერტიფიკატითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის თემა - „მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით“ გახლდათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს