
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
ექსკურსიაზე, ხელედის საჯარო სკოლის დირექცია, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, 5 ივნისს იმყოფებოდა.
მათ მოინახულეს და დაათვალიერეს საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები, როგორებიცაა: პრომეთეს მღვიმე და გელათისა და მოწამეთას მონასტრები.
მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
„კიდევ ერთი საოცარი ემოციებითა და მოგონებებით დატვირთული დღე გამოვიდა. სკოლის სახელით გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ბაკურ ჩანქსელიანს გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: