დაბა ხარაგაულის N3 სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება და გამომშვიდობება პირველ მასწავლებელთან
04-07-2022
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით და ამავდროულად, საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.
სკოლაში მეოთხეკლასელების ულამაზესი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები მრავალფეროვანი, სახალისო აქტივობებით, სიმღერებითა და ლექსებით დაემშვიდობნენ განვლილ ოთხ წელიწადსა და საყვარელ პირველ მასწავლებელს, ნანა კვინიკაძეს.
„ღონისძიება კიდევ უფრო ემოციური გახადა მომავალმა პირველკლასელთა სტუმრობამ. დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს. უამრავ ნათელ და ბედნიერ წელს გისურვებთ ჩემო პატარებო!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს