ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგი ნაირა ბერულავა მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაზე საინტერესოდ წარდგა
04-07-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ტრენინგებსა თუ კონფერენციებში ყოველთვის მონაწილეობენ. 

ამჯერად სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი ნაირა ბერულავა მასწავლებელთა რაიონული კონფერენციაში ჩაერთო. 

ნაირა ბერულავამ მაღალ დონეზე, საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარადგინა მე-9 კლასში ჩატარებული კომპლექსური დავალება თემაზე -„ქიმიური რეაქციის კლასიფიკაცია ტიპების მიხედვით“.

რაიონული კონფერენცია 21 ივნისს, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარდა. მას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის საგნის ექსპერტები და ქოუჩები.

მასწავლებლებმა წარადგინეს მოსწავლეთა მიღწევები კომპლექსური დავალებების შედეგად.

„ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მას კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებისათვის. ჩვენ ვამაყობთ თქვენით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203