
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
მოსწავლეებმა მოილოცეს მცხეთის ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი, სამთავროსა და შიომღვიმის მონასტერი, მოინახულეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში.
მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებითა და ახალი ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
„ჩვენი სკოლის მხიარული, ლაღი და საყვარელი მეექვსე კლასის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მშობლებთან და მზრუნველ, მოსიყვარულე თამარ მასწავლებელთან ერთად! ბავშვებმა დღე სასიამოვნოდ, საინტერესოდ და ხალისიანად გაატარეს. ბედნიერ არდადეგებს და კარგ დასვენებას გისურვებთ ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები: