ტყემლანის საჯარო სკოლაში წიგნიერების პოპულარიზაციას საინტერესო აქტივობა მიეძღვნა
04-07-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიდნენ. მათ შორის, გამონაკლისი არც წიგნის საერთაშორისო დღე, 23 აპრილი იყო.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ქართული ენის მასწავლებელმა, მარიამ ჩინჩალაძემ მერვე კლასში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა, რომლის მიზანი მოსწავლეებში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია გახლდათ.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო წასაკითხი წიგნები შეარჩიეს.