ჯიმითის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
04-07-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა. სკოლის პედაგოგები სასწავლო წლის დასრულების მიუხედავად საინტერესო და მნიშვნელოვან კონფერენციებში მონაწილეობას აქტიურად განაგრძობენ.
21 ივნისს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ და განხორციელებულ სასწავლო პროცესს - „წარმატებული პრაქტიკის გაზიარება“ ეხებოდა.
კონფერენციაზე მომხსენებლად ჯიმითის საჯარო სკოლის პედაგოგები: შორენა ვარაზაშვილი (ქართული ენა და ლიტერატურა) და გულნარა ზაკალაშვილი (ბიოლოგია) წარდგნენ.
კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა აგრეთვე ჯიმითის სკოლის დირექტორმა, ნინო ხარატიშვილმა.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს