წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა გარემოსდაცვით კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
01-07-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად, წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში სკოლა არაერთ მნიშვნელოვან კონკურსში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობდა.
მათ შორის, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში ორგანიზაცია - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ინიციატივითა და ორგანიზებით გამოცხადდა კონკურსი ეკოლოგიური მიმართულებით „გაამწვანე სკოლის ეზო“. კონკურსში სკოლის დაწყებითების კათედრა აქტიურად ჩაერთო.
პროექტის ფარგლებში მათ სკოლის ეზოში შექმნეს მარადმწვანე კომპასი, რომელმაც რესურსის ფუნქცია შეიძინა, რასაც აქტიურად იყენებენ პედაგოგები სწავლების პროცესში, ჰორიზონტის მხარეების გასაცნობად.
აღსანიშნავია, რომ სკოლას კონკურსში მონაწილეობისა და სასარგებლო შედეგის მიღწევისათვის სერტიფიკატი გადაეცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს