ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებს წელს პირველად საგამოცდო პროგრამას მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ.საინტერესოა, აპირებენ თუ არა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის პედაგოგები გამოცდაზე გასვლას. ამის გასაგებად
etaloni.ge სკოლის დირექტორ ნურ კარაპეტიანს დაუკავშირდა.
დირექტორის, ნურ კარაპეტიანის თქმით მისი სკოლიდან პედაგოგები გამოცდაზე გასასვლელად აქტიურად ემზადებიან.
„ჩვენი სკოლიდან გამოცდაზე წელს რამოდენიმე მასწავლებელი გადის; პედაგოგებს ძალიან მოსწონთ, რომ გამოცდის ჩაბარება მშობლიურ ენაზე შეუძლიათ“, - აღნიშნა დირექტორმა, ნურ კარაპეტიანმა.