ნიჩბისის საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
01-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა დაემშვიდობა და უამრავი წარმატება უსურვა.

„მე-12 კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! დაგილოცავთ პირველ ნაბიჯებს ცხოვრების დიდ გზაზე! ლამაზ, ბედნიერ და ნათელ მომავალს გისურვებთ!  უფალი გფარავდეთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203