თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
01-07-2022
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის დასასრულს სკოლაში შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა.
სკოლის დირექტორმა, გიული ზაქაიძემ ისაუბრა: 2021-2022 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების შესახებ, წარმატებებსა და ხარვეზებზე, აქტივობებზე, რომლებიც მომავალი სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმაში უნდა გათვალისწინდეს.
დირექტორმა გიული ზაქაიძემ აღნიშნა სასიამოვნო ფაქტი, კერძოდ, ორმა მოსწავლემ: მარიამ ბეკოშვილმა და ალა მარქარიანმა, საშუალო საფეხური მედალზე დაამთავრეს. გამოთქვა იმედი, რომ მომავალი სასწავლო წელი უფრო მაღალრეიტინგული იქნება.
„პედაგოგიური საბჭოს სხდომა პოზიტივით დაიწყო - კერძოდ, „ახალი სკოლის მოდელით“ განხორციელებული აქტივობების წარმოჩენისათვის ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გამართულ მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაში „ინოვაციები სწავლა-სწავლების პროცესში“ აქტიური მონაწილეობისათვის დაწყებითი კლასების მასწავლებელს, მაია ოქროპირიძეს სერტიფიკატი გადაეცა. მან რაიონულ კონფერენციაზე წარადგინა შემაჯამებელი კომპლექსური დავალება თემაზე - „ჩემი სახლის ბუნებრივი გარემო“ (საგანი: მე და საზოგადოება).
ამავე დროს, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სასკოლო პროექტების კონფერენციაში წარადგინა სასკოლო პროექტი - „გარემოს დაცვა“ - და გადაეცა სერტიფიკატი მარინე ნადირაძეს.
სკოლა ულოცავს მედალოსნებსა და მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას და ყველა მასწავლებლისა და მოსწავლის მიმართ აქვს მაღალი მოლოდინები“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო