
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ.
მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
„დედა ენას თვალისჩინივით გაფრთხილება და სიყვარული სჭირდება. ჩემი პატარა გოგო-ბიჭები შეეცადნენ გადმოეცათ დედა ენისა და სამშობლოს სიყვარული თავისი პატარა გულებით. ვულოცავ მათ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას. ასევე, ვულოცავ ყველა პირველკლასელს... მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დღის გალამაზებაში, ჩვენი სკოლის დირექციას - მალხაზ ნოზაძეს, კოლეგებს, სოფო დათიაშვილს, მშობლებს“,- წერია სკოლის პედაგოგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: