დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი მხატვრული ღონისძიებით დაასრულეს
01-07-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო, მრავალფეროვანი და აქტივობებით დატვირთული მხატვრული ღონისძება გაიმართა. მასში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„სასწავლო წლის დასრულება მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა მიულოცა და საინტერესო, სახალისო და ფერადი ზაფხულის არდადეგები უსურვა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203