
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით სხვადასხვა კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, პედაგოგები - დალი ლურსმანაშვილი, მანანა სახვაძე და მარინა ხვედელიძე მასწავლებელთა რაიონული კონფერენციაში ჩაერთნენ.
კონფერენცია კიცხის საჯარო სკოლაში გაიმართა. ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ.
„მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგებს: დალი ლურსმანაშვილს, მანანა სახვაძეს და მარინა ხვედელიძეს მონაწილეობისა და საინტერესო პრეზენტაციისათვის. მადლობა ხარაგაულის საგანმანათლებლორესურსცენტრს, ექსპერტთა ჯგუფსა და კიცხის საჯარო სკოლას გულთბილი მასპინძლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: