ინჩხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე ვან გოგის „მზესუმზირები“ „გააცოცხლეს“
01-07-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა. პედაგოგები მოსწავლეებს მთელი წლის მანძილზე მრავალფეროვან ღონისძიებებს, აქტივობებს თუ სასწავლო რესურსებს სთავაზობდნენ, მოსწავლეებიც ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ნიჭის და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ. 

ერთ-ერთი ასეთი სასწავლო პროცესია ინგლისური ენის გაკვეთილი, რომლის თემაც გახლდათ ცნობილი მხატვრები. მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ვან გოგის „მზესუმზირები“ გააცოცხლეს. მოსწავლეებისთვის აქტივობა სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. მათ შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს და საგანში ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203