აღვის საჯარო სკოლის პედაგოგი იზოლდა ჭაბუკიანი მასწავლებელთა კონფერენციაში მონაწილეობდა
01-07-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით სხვადასხვა კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლის ისტორიის პედაგოგი იზოლდა ჭაბუკიანი მასწავლებელთა რეგიონულ კონფერენციაში ჩაერთო. 

ცაგერის მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა რეგიონული კონფერენცია 28 ივნისს გაიმართა. კონფერენციაში სხვადასხვა პედაგოგებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო აღვის საჯარო სკოლის პედაგოგმა.

ღონისძიებაზე პედაგოგეგმა ერთმანეთს გაუზიარეს საგაკვეთილო სივრცეში მოღებული საუკეთესო გამოცდილება.

„პრეზენტაციების წარმოდგენით თვალსაჩინო გახდა, თუ რამდენად შეუწყო ხელი კომპლექსურ დავალებაზე და სასკოლო პროექტებზე მუშაობის პროცესმა მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართულობას, სასწავლო შედეგების გაუმჯობესებასა და სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები იზოლდა ჭაბუკიანს უსურვებენ წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203