ჯვარის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ
01-07-2022

მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით მასწავლებლები სხვადასხვა კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაში ჩაერთნენ. კონფერენციაზე პედაგოგები საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ. მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში წალენჯიხის რესურსცენტრის ორგანიზებით და ზოგადი განათლების რეფორმის გუნდის მხარდაჭერით ჩატარდა. 

სკოლის მიერ წარდგენილი პრეზენტაციის თემა გახლდათ - „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობამ. ქანთარიას სახელობის ჯვარის მე-3 საჯარო სკოლაში“.

მომხსენებლები იყვნენ სკოლის სპეცმასწავლებლები: აქუბარდია ლიკა და შაუმოვა სოფია და საგნის მასწავლებელი: ფატმან ციმინტია.

იხილეთ პრეზენტაცია:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203