„მომავალი ჩვენია“ - მუხრანის N1 სკოლის მეოთხეკლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებებით შეაჯამეს
01-07-2022

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთი საგანმანათლებლო-შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებას სთავაზობდნენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წახალისებას ცდილობდნენ. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიებები. სასკოლო ღონისძიებები საერთო სახელწოდებით - „მომავალი ჩვენია“ სკოლის IV და IV კლასის ხელმძღვანელების (მ.ფაიქაშვილი და მ.ბედიანაშვილი) ინიციატივით ჩატარდა. 

ორივე ღონისძიება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობა იყო და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიტყვით გამომსვლელი, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრების შემსრულებელნი. მოსწავლეებმა პედაგოგებთან, მშობლებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად საზეიმოდ დაამთავრეს პირველი ოთხი კლასი და სამომავლოდ კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს გვპირდებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203