ახაშნის საჯარო სკოლის STEM კლუბის წევრები მეორე სემესტრის მანძილზე ელექტრონული წრედების აგებას ეუფლებოდნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, აქტიურად ზრუნავდნენ.
სკოლაში, პროექტის ფარგლებში, მეორე სემესტრიდან STEM კლუბი შეიქმნა. მასში, პირველ ეტაპზე, VII-XI კლასების 12 მოსწავლე გაწევრიანდა.
ისინი ელექტრონული წრედების აგებას როგორც ვირტუალურად - თინკერკადის პლატფორმაზე, ისე ფიზიკურ გარემოში, არდუინოს კომპიუტერული კომპონენტებისა და სამონტაჟე დაფის გამოყენებით ეუფლებიან.
კლუბის მენტორი სკოლის კომპიუტერული ტქნოლოგიების პედაგოგი თამარ პაპოშვილია.
„მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან ჩვნს კლუბის წევრებს უკვე შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ მილენიუმის ინოვაციების კონკურსში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.