ნადაბურის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს ფერადი დღესასწაული აჩუქეს
01-07-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მთელი წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო-შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ, მათთან ერთად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან მოვლენებსა თუ თარიღებს. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე. ამ დღეს მასწავლებლებმა ბავშვებს ფერადი დღესასწაული აჩუქეს. მრავალფეროვან სახალისო თუ შემეცნებით აქტივობებში ჩართეს და საყვარელ მოსწავლეებს ბედნიერი ბავშვობა უსურვეს. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203