დაბა ქედის საჯარო სკოლას წელს სამი მედლის კანდიდატი ჰყავს
01-07-2022

ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლას წელს სამი მედალოსანი მოსწავლე ჰყავს. 

დაბა ქედის საჯარო სკოლა წარჩინებით ლაშა შავიშვილმა, ნინელი მახაჭაძემ, სანდრა მანველიძემ დაამთავრეს. 

ლაშა შავიშვილი და ნინელი მახაჭაძე ოქროს მედლის კანდიდატები არიან, სანდრა მანველიძე კი - ვერცხლის.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩაბარებასა და სწავლის ასეთივე წარჩინებით გაგრძელებას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203