ნადაბურის საჯარო სკოლის ახალი ტრადიცია და მხიარულად დასრულებული სასწავლო წელი 
01-07-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამ მიზნით სკოლაში ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ჩატარდება მხიარული შეჯიბრება გუნდებს შორის. გამარჯვებულს კი გადაეცემა გარდამავალი თასი.

საინტერესო გამოდგა წლევანდელი სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „ნაპერწკალსა“ და „იმედის“ გუნდებს შორის.

შეჯიბრებაში ჩართულნი იყვნენ მონაწილე კლასების დამრიგებლები.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სპორტის პედაგოგი გიორგი შუბითიძე.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203