ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ნაქერალას ქედზე ტურისტული ლაშქრობა მოეწყო
01-07-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის, მირზა სოფრომაძის და VIII კლასის დამრიგებლის, ბესიკ აბრამიძის ინიციატივით ნაქერალას ქედზე ტურისტული ლაშქრობა მოეწყო.

ლაშქრობაში მონაწილეობდნენ VIII კლასის მოსწავლეები, მშობლები, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი, დამრიგებელი და სკოლის ექიმი;

ლაშქრობის დასაფარი მანძილი იყო 14-15 კილომეტრი (სირთულის მიხედვით სალაშქრო გზა იყო მეორე ხარისხის);

ლაშქრობის მიმდინარეობისას ჩატარდა სპორტული ღონისძიებები. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი აქტივობებში;

მოსწავლეები ლაშქრობიდან წარუშლელი შთაბეჭდილებებით და ემოციებით აღსავსე დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203