ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა სასწავლო წლის შემაჯამებელი კრება ჩაატარა
01-07-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

ამასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა რუბენ ვარდანიანმა რიგითი შემაჯამებელი კრება ჩაატარა. მას პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და სამეურვეო საბჭოს ახლადარჩეული წევრები ესწრებოდნენ. 

დირექტორმა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა, დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებს მიულოცა და წარამტებულ მოსწავლეეს წამახალისებელი სიგელები გადასცა. 

შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

„დირექტორმა წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცა წამახალისებელი სიგელები (შაში-შახმატი, ნახატების,კალიგრაფიის და  შიდა საგნიბრივი ტესტირებისთვის).
კრების ბოლოს, მოსწავლეთა მშობლებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორსა და პედ. კოლექტივს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203