გაიცანით, კიკბოქსინგში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გივიკო ზინდრიშვილი თბილისის N117 საჯარო სკოლიდან
01-07-2022
თბილისის N117 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავდა. მათ შორის აღსანიშნავია, მე-7 კლასის მოსწავლე, 12 წლის გივიკო ზინდრიშვილი.
სკოლის საამაყო მოსწავლე კიკბოქსინგში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, პროფესიონალთა შორის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული გახლავთ.
ახლა კი გივიკო ევროპის ჩემპიონობისთვის ემზადება. საერთაშორისო ტურნირი 23-24 ივლისს გაიმართება.
„არა აქვს არცერთი წაგება 21-ჯერ აქვს პირველი ადგილი აღებული. ვარჯიშობს და ცხოვრობს თბილისში.
დაგლოცოს უფალმა ჩვენო გივიკო, გაუმრავლდი შენს მშობლებს და საქართველოს. კიდევ ბევრი წარმატება და სიხარული მოგეტანოს შენი ქვეყნისთვის. ვამაყობთ შენით გივიკო“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო