მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
01-07-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა გაიმართა. მათ შორის, აღსანიშნავია გარემოსდაცვითი აქტივობა.
აქტივობაში მოსწავლეებთან ერთად მშობლები და კლასების ხელმძღვანელებიც იყვნენ ჩართულები.
მოსწავლეები 2 თვის განმავლობაში დიდი მონდომებით აგროვებდნენ ბოთლებს ოჯახებში, მეზობლებში, ახლობლებში და ტომრების საშუალებით მოჰქონდათ სკოლაში, სადაც სპეციალურად გამოყოფილ ადგილას აწყობდნენ.
თითოეულ მათგანს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი საქმე, რომელიც ერთ დიდ მიზანს - ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას, მათი და მათი მშობლების ,ახლობლების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
„ბავშვებმა დაიმახსოვრეს, რომ პლასტმასი ბუნებაში კი არა, ნაგვის ურნაშიც არ უნდა ჩააგდონ, რადგან პლასტმასი უნდა შეგროვდეს ცალკე და მოხდეს მათი გადამუშავება სპეციალურ ქარხანაში.
იმედია, რომ ეს არ იქნება ერთჯერადად ჩატარებული აქტივობა და მოსწავლეებს ყოველთვის ექნებათ ასეთი აქტივობების ჩატარების სურვილი, რადგანაც გარემოზე ზრუნვა, მათი მოვლა ყველას ვალია, რათა ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს