ბავშვთა დაცვის დღესასწაული თბილისის N124 საჯარო სკოლაში
01-07-2022
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიდნენ გამონაკლისი არც ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე ყოფილა.
სკოლაში დღესასწაული მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.
მოსწავლეები საზეიმოდ მორთულ სკოლის ეზოში შეიკრიბნენ, გაიმართა ასფალტზე ხატვა. ასევე, ნიჭიერმა მოსწავლეებმა შეასრულეს ლექსები და ცეკვები.
„ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს