თბილისის N107 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების ტრენინგი ჩატარდა
01-07-2022
თბილისის N107 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად, წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრები თუ აქტივობები ხშირად იმართებოდა.
მათ შორის აღსანიშნავია, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს სკოლაში ჩატარებული მედიაწიგნიერების ტრენინგი.
აღნიშნული ტრენინგი სკოლაში მედიის განვითარების ფონდმა, MDF-მა ჩაატარა.
ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა ისწავლეს ფოტო-ვიდეოს გადამოწმება, ტრენინგის ბოლოს კი მედიაწიგნიერების Kahoot ითამაშეს, რომლის ფარგლებში გამარჯვებულებიც გამოავლინეს.
აღნიშნული ტრენინგი კამპანია - „ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის პარტნიორი UNICEF Georgia გახლავთ, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი USAID/Georgia.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს