ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საქართველოს სახელს აფრიკის კონტინენტის უდიდეს სამეცნიერო კონფერენციაზე ღირსეულად წარადგენენ
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა დირექტორის, მამუკა მესხიშვილისა და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.24 ივნისს კი საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გაემგზავრა ტუნისში საერთაშორისო კონფერენციაზე - I-FEST 2022-ზე, რომელიც აფრიკის კონტინენტის უდიდეს სამეცნიერო კონფერენციას წარმოადგენს.
კონფერენცია 24 ივნისიდან - 3 ივლისამდე გაიმართება. ქართველი მოსწავლეები 32 ქვეყნის წარმომადგენლებს შეეჯიბრებიან. ნიჭიერი ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ: მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის სექციებში.
საქართველოს წარმომადგენელი ნაკრები ქართულ -ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების ბაზაზეა დაკომპლექტებული.
მოსწავლეები თავიანთ ნაშრომებს, კომპეტენტური ჟიურის წინაშე ინგლისურ ენაზე დაიცავენ.
ნაკრების შემადგენლობა სექციების მიხედვით შემდეგნაირია:
- MATH 1: გიორგი შაშიაშვილი, დავით მირზოიანი, მიხეილ ქიტიაშვილი;
- MATH 2: ლია რაზმაძე, სეხნე გოგრიჭიანი, სალომე ბერიძე;
- Physics 1: ნიკოლოზ აბაშიძე, გიორგი დიასამიძე;
- Physics : ანი გოგია, ნიკა კუპატაძე;
- Biology : მარიამ მურაჩაშვილი, სალომე კაკიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა მესხიშვილი ხელმძღვანელობს.
„ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს ღირსეულად დაეცვას საქართველოს სახელი!“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა: