
თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლას წელს ორი ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს.
თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლა წარჩინებით ნანა ონიანმა და ნათია გულედანმა დაამთავრეს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოსწავლეები ასევე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან, მათ სკოლის საბაზო საფეხური წარჩინებით 2019 წელს დაამთავრეს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ. ნანა ონიანსა და ნათია გულედანს უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩაბარებას და სწავლის ასეთივე წარჩინებით გაგრძელებას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: