რუსთავის N23 სკოლის რვა ოქროს მედლის კანდიდატი საზეიმოდ დაჯილდოვდა 
30-06-2022
ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.

სკოლას წელს რვა ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს, რომლებიც რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ დააჯილდოვა.

„მიმდინარე წლიდან რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ამოქმედდა ოქროს მედალოსნების წახალისების მიზნით შექმნილი პროგრამა. ქალბატონმა ნინომ, რუსთაველი ოქროს მედალოსნებისთვის, რუსთავის თეატრში, სპეციალური მიღება გამართა, სადაც 150-მა ოქროსმედალოსანმა 500-ლარიანი ფულადი ჯილდო მიიღო. 

რუსთავის N23 საჯარო სკოლას 2021-2022 სასწავლო წელს 8 ოქროს მედალოსანი მოსწავლე ჰყავდა. წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს მოახლოებულ ეროვნულ გამოცდებზე. იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ წლებში ჩვენი სკოლის კიდევ უფრო მეტი კურსდამთავრებული ახალგაზრდა დაიმსახურებს მსგავს ჯილდოს და ასახელებს ჩვენს სკოლას, ქალაქს და სრულიად საქართვევლოს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203