
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალშავის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლასა და აღიარებას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირანდა კაპანაძე.
მოსწავლემ რუმინეთის ქალაქ კლუჟში, თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა.
წყალშავის საჯარო სკოლის პედკოლეკტივი ულოცავს მირანდას ამ დიდ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები: