ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს
30-06-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი გარემო იყო შექმნილი. ბავშვები საინტერესო პროექტებზე დაუღალავად და დიდი ენთუზიაზმით მუშაობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, სკოლის მოსწავლეთა დასკვნითი პროექტი - Everything About, სადაც მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში შესწავლილ მასალას მოუყარეს თავი.