
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ მიქაძე-ჯანგველაძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.
პედაგოგი ცოდნის პოპულარიზაციის ეროვნულ საქმეში ჩვენს გვერდით დგას და სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს.
სკოლაში თამარ მიქაძე-ჯანგველაძის დაფასება ახარებთ და წარმატებას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: