„მომავალი ჩვენია“ - სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება
30-06-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ.

აუცილებლად აღსანიშნავია, 2021-2022 სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება - „მომავალი ჩვენია“.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სასწავლო წელი შეაჯამეს, მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ და ბედნიერი არდადეგები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203