ახალი ხიბულის N1 სკოლის მეოთხეკლასელთა დაუვიწყარი ოთხი წელი და დამრიგებლის სამახსოვრო საჩუქარი ბავშვებს
30-06-2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი დასრულდა. წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ. 

სასწავლო წლის დასრულება განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც პირველ მასწავლებელს გაიანე ჯიშკარიანს გამოემშვიდობნენ. პედაგოგმა საყვარელ მოსწავლეებს სამახსოვრო ვიდეორგოლი და ემოციური წერილი მიუძღვნა. 

„ჩემო პატარა მეგობრებო, ჩემო მერცხლებო, აი, ოთხი წელიც გაფრინდა... თბილად გამახსენდება თქვენთან გატარებული ყოველი დღე. 

თქვენ სამყაროს მარგალიტები ხართ. ახალი ეპოქის ადამიანები. შრომით ყველაფერს შეძლებთ, მთავარია, არ გაჩერდეთ. მჯერა, თქვენით იამაყებს საქართველო. ბედნიერებას და ნათელ მომავალს გისურვებთ.

მომენატრებით... “,- ვკითხულობთ გაიანე ჯიშკარიანის წერილში. 

იხილეთ ვიდეორგოლი:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203