ჩაქვის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ
30-06-2022
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.

სკოლა წელს 28 მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან ოთხი ოქროს მედლის კანდიდატია.

მედლის კანდიდატები მუნიციპალიტეტის მერიამ ქების სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

„მისასალმებელია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტრადიციად დაამკვიდრა მედალოსნებისათვის საზეიმო ღონისძიების მოწყობა და მათი დაჯილდოება. ამჯერადაც, მუნიციპალიტეტის მერიამ ოქროსმედალოსნები დაჯილდოვა ქების სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

სკოლის დირექცია ულოცავს კურსდამთავრებულებს ჯილდოებს და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203