„ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია!“ - ​ტეზრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი 
30-06-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიდნენ. გამონაკლისი, არც დედამიწის დღე იყო.

სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით სასკოლო პროექტი - „ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია“ განხორციელდა.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობა გარემოსდაცვით თემაზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და სკოლის ეზოს გამწვანება იყო.

პროექტის მონაწილე V-VI კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში დაამზადეს პოსტერები, საინფორმაციო ბუკლეტები და მოაწყეს სკოლაში ნახატების გამოფენა. მათ მოსახლეობაში დაარიგეს ბუკლეტები, გააკრეს პოსტერები დაასუფთავეს ტაძრის ეზო და დარგეს ნარგავები.

აქტივობას ორგანიზება სკოლის ბიბლიოთეკარმა გაუწია, აქტივობაში მონაწილეობდნენ: მშობლები და კლასის ხელმძღვანელები - ნინო მანჩხაშვილი და ნონა ჭადაშვილი.

„მადლობა აქტივობის თითოეულ მონაწილეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203