ხურვალეთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს ფერადი დღესასწაული აჩუქეს
30-06-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო-შემეცნებით, საზეიმო თუ გასართობ ღონისძიებებს სთავაზობდნენ და ყველა მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავდნენ. 

რა თქმა უნდა, მოსწავლეთა და პედაგოგთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ამ დღეს დირექციამ და პედაგოგებმა ბავშვებს ფერადი დღესასწაული აჩუქეს და მრავალფეროვან გასართობ აქტივობებში ჩართეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203