
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლა პროგრამა - „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ფარგლებში, პროექტში - „გზა განვითარებისკენ“.
სკოლაში პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. მანამდე კი პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
სკოლაში პროექტის ორგანიზატორებს მადლობას უხდიან.
„წინ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო დღეები გველოდება. მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩვენი შრომის დაფასებისთვის. მადლობა, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ორგანიზატორებს - ქალბატონ ლელა ცქიტიშვილს და ბატონ გოგიტა ვარდოსანიძეს მხარდაჭერისთვისა და დაფასებისთვის, მადლობა წითელუბნის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ლამზირა მუზაევს“,- აღნიშნავენ სკოლაში.