დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებისთვის გასვლითი შემეცნებითი აქტივობა მოეწყო
30-06-2022
დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობა განხორციელდა.

მათ შორის, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და დამრიგებელმა რაჭასა და იმერეთში ექსკურსია მოაწყეს.

„ექსკურსიის მიზანი იყო რაჭაში, X საუკუნის გამორჩეული ძეგლის, ნიკორწმინდის დათვალიერება, ხოლო იმერეთში გელათის, მოწამეთას მონახულება, 150 მილიონი საუკუნის სიღრმეში გადასვლა და სათაფლიის ნაკრძალის თავიდან აღმოჩენა.

ექსკურსია ემსახურებოდა მოსწავლეებში სამშობლოს სიყვარულისა და მისი წარსულის გამო, სიამაყის გრძნობის გაღვივებას, კლასის ერთიანობის განმტკიცებას.

შემოქმედებითი, კომუნიკაციის, პრეზენტაციის უნარების განვითარებას

ყოველი წუთი იყო შინაარსობრივად დატვირთული, ბედნიერებითა და სიხარულით სავსე... კლასთან გატარებული დღე მართლაც დაუვიწყარი დარჩება, პანდემიით გამოწვეული ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მე-7 კლასის დამრიგებელი რიტა აბჟანდაძემ მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას და დირექტორს, ლალი ონიანს გასვლითი ღონისძიების ორგანიზებაში ხელშეწყობისთვის, ხოლო მშობლებს უდიდესი მხარდაჭერისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203