„გვჯერა თქვენი წინსვლის და ვამაყობთ თქვენით!“- ხელედის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმო ვითარებაში გააცილეს
30-06-2022
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და ტრადიციულად მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები მშობლიურ სკოლას და პედაგოგებს საზეიმო ვითარებაში თუმცა, ემოციურად დაემშვიდობნენ. 

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებიც მათ განათლებაზე 12 წელი ზრუნავდნენ მადლობა გადაუხადეს.

თავის მხრივ, სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა საამაყო აღზრდილებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს.

„ბოლო ზარია“, საზეიმო, ბედნიერი დღე, მაგრამ ამავდროულად მოგონებებისა და დამშვიდობების სევდანარევი დღეც. ეს დღე არ არსებობს მეგობრებთან და მასწავლებლებთან ფოტოების გადაღების, სამახსოვრო ავტოგრაფების დატოვების, თეთრ პერანგებზე წარწერების გარეშე.

მე-12 კლასელებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, დამოუკიდებლად სავალი გზა ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით.

გილოცავთ! ჩვენ გვჯერა თქვენი წინსვლის და ვამაყობთ თქვენით!“, - ამ სიტყვებით გააცილეს მეთორმეტეკლასელები მშობლიური სკოლიდან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203