აკეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
30-06-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
მეოთხეკლასელებისთვის ღონისძიება გაიმართა, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები პირველ პედაგოგს დაემშვიდობნენ.
ღონისძიების ორგანიზატორები მეოთხე კლასის ხელმძღვანელი ინგა სალუქვაძე და მუსიკის პედაგოგი სოფიკო ვადაჭკორია გახლდნენ.
„ვულოცავთ ამ საოცარ ბავშვებს და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას! დაე, სიხარულით, წინსვლით, წარმატებებით დახუნძლული იყოს მათი მომდევნო ნაბიჯები. სკოლა მადლობას უხდის ორგანიზატორებს , მეოთხე კლასის დამრიგებელს, ინგა სალუქვაძეს და მუსიკის პედაგოგს, სოფიკო ვადაჭკორიას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს