ბათუმის N20 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ აქტივობა განხორციელდა.
27 ივნისს, STEM პროექტის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა, რომლის მასპინძელიც ბათუმის N20 საჯარო სკოლა გახლდათ.
სკოლაში გამართულ ტრენინგში ბათუმის ყველა საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მასწავლებელთა სახლის, როგორც თბილისის ასევე ბათუმის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მონაწილეებმა ერთხმად გაუსვეს ხაზი სკოლის ინტერიერისა და მოწესრიგებული გარემოს შესანიშნავ მდგომარეობას.
იხილეთ ვიდეომასალა: