წინანდლის საჯარო სკოლა საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა
30-06-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის განმავლობაში სასკოლო საზოგადოებას მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები არ გამორჩენიათ.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოების თითოეულმა წევრმა საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გულთან ახლოს მიიტანა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სწორედ, თანადგომის ნიშნად სკოლის თითოეულმა თანამშრომელმა და მოსწავლემ უკრაინელი ხალხის დასახმარებელ აქციაში აქტიურად ჩაერთო.
„წინანდლის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის: მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს უკრაინელი მეგობრების დახმარების აქციაში. მშვიდობა მსოფლიოს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს