ალერტკარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
30-06-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლაში მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო აქტივობები ხშირად იმართებოდა. მათ შორის, მეორე კლასში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ იმიტირებული კონკურსი გაიმართა.

ინტელექტუალური თამაში დამრიგებლის, ნანა ესებუას ხელმძღვანელობით ჩატარდა.

„კლასის ხელმძღვანელის, ნანა ესებუას დაუღალავი შრომის შედეგი - მეორე კლასის პირველი „ეტალონი“, რომლის მიზანი ნასწავლი მასალის შემოწმება და სოციალური უნარების განვითარება იყო.

ღონისძიება წარიმართა „ეტალონის“ ფორმატში. ინტელექტუალურ თამაშს ჰყავდა ჟიური. თამაშის მსვლელობისას ყველა საგნიდან კითხვები იყო დასმული.

ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით. „ეტალონში“ მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა სკოლის დირექტორმა, ნუკრი ბერიშვილმა. გაიმარჯვა, დათა კალანდიამ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203