ზარიძეების საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებისთვის ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
30-06-2022

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლის დირექცია და პედაგოგები სასწავლო წლის მანძილზე არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას თუ კონკურსს სთავაზობდნენ. 

მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, 24 მაისს, მე-5 კლასში გამართული ინტელექტუალური თამაში: „ეტალონი მეხუთეკლასელი“. 

მოსწავლეებმა მობილიზებულად და გააზრებულად ითამაშეს. კითხვები მრავალმხრივ საინტერესო იყო.

გამოვლინდა გამარჯვებული - გიორგი მოკვერაშვილი. აგრეთვე დასახელდა მეორეადგილოსანი - ნატალი მოკვერაშვილი და მესამეადგილოსანი - გიორგი შაშუკაშვილი.

გამარჯვებულებს კლასის დამრიგებელმა, ხალიანა ცალუღელაშვილმა საჩუქრები და სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203