ნადაბურის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
30-06-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები ხშირად ტარდებოდა.

მათ შორის, დაწყებით კლასებში, რუსულ და ინგლისურ ენებში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.

გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგები - მარინე გელაშვილი და ლორეტა ჯურხაძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203