თბილისის N16 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ​სასწავლო-შემეცნებითი ტური
30-06-2022

დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს შთამბეჭდავი ​სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. 

სკოლის XI კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი: ს ხელაძე) ძამას ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია ძამას ხეობაში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ. მოინახულეს ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის და სამთავისის ტაძრები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ექსკურსიის მიზანი იყო არაფორმალურ გარემოში მოსწავლეთა სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევების განვითარება.

სკოლაში XI კლასის მოსწავლეთა მშობლებს ექსკურსიის ორგანიზებაში აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობას უხდიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203