მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
30-06-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა.
მათ შორის, მე-2ბ კლასში ინტელექტუალური თამაში გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები ორ ჯგუფად - „ცეცხლოვანი დრაკონები“ და „წითელი არწივები“ მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მეორე კლასელები ინტელექტუალურ თამაშში აქტიურად და დიდი ხალისით იყვნენ ჩართულები. ბავშვებმა პედაგოგების სასახელოდ საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს